EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

როსტოვის ოლქში დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა — დაზიანდა Ozon-ისა და DNS-ის საწყობები, დაშავდა 7 ადამიანი

ნახვები: 263 როსტოვის ოლქში დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა — დაზიანდა Ozon-ისა და DNS-ის საწყობები, დაშავდა 7 ადამიანი

 

რუსეთის როსტოვის ოლქში 29 აგვისტოს ღამით დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის შედეგად დაზიანდა ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის ლოჯისტიკური ობიექტი, ხოლო ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში. ასევე ვრცელდება ინფორმაცია აქსაის რაიონში გემთმშენებელ საწარმოზე დარტყმის შესახებ.

Ozon-მა დაადასტურა, რომ მისი ერთ-ერთი ლოჯისტიკური ობიექტი დრონით თავდასხმის სამიზნე გახდა. კომპანიის განცხადებით, თანამშრომლები წინასწარ გაიყვანეს შენობიდან, ობიექტზე გაჩენილი მცირე ხანძარი კი მალევე ჩააქრეს. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით საწყობის მუშაობა დროებით შეჩერებულია.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. მათგან ორი ზრდასრული და ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დონის როსტოვში დრონის ნამსხვრევებმა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

რუსეთის ხელისუფლება მომხდარს უკრაინულ დრონებით თავდასხმად აფასებს. უკრაინულ მხარეს ამ კონკრეტულ ობიექტებზე დარტყმის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა