Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შსს: თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება

ნახვები: 240 შსს: თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება

 

თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი შესაძლოა რამდენიმე დღის გარდაცვლილი ყოფილიყო.

არაოფიციალური ცნობით, კორპუსში მძაფრი სუნის გამო მეზობლებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ბინაში შესულ მაშველებს ბუავა გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა