ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

ნახვები: 444 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხა 29 481 აბიტურიენტი. მათგან 17 862 სწავლას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებს, ხოლო 11 619 — კერძო უნივერსიტეტებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 1 322 სახელმწიფო, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1 528 გამოსაცდელი — 1 495 სახელმწიფო და 33 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, ხელშეკრულების გასაფორმებლად დაუკავშირდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სწავლის უფლება მოიპოვეს. ჩარიცხვის შედეგის ნახვა შესაძლებელია ცენტრის შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

წლევანდელი სიახლეა ისიც, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული პროგრამებიც აერჩიათ.

ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ აბიტურიენტების სწავლას, რომლებმაც სწავლის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოიპოვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა