EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

სკოტ ბესენტი: აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს

ნახვები: 459 სკოტ ბესენტი: აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს. მისი შეფასებით, მაქსიმალურმა ეკონომიკურმა ზეწოლამ შესაძლოა ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საჭიროება შეამციროს.

„არ ვარ დარწმუნებული, რატომ გაჩნდა ამ საკითხში ნავთობის თემა. თუ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ, მაშინ, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლება აღარ იქნება“, — განაცხადა ბესენტმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააანონსა და განაცხადა, რომ მათი მიზანი ქვეყნის მაქსიმალური ეკონომიკური იზოლაცია იქნება.

„არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონის გათვლა სწორედ ეკონომიკური ზეწოლის მაქსიმალურად გაძლიერებაზეა, რათა ირანის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროება შემცირდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა