Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს

ნახვები: 547 აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, ფარტენაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ედავებიან.

შსს-ში აცხადებენ, რომ 16 აგვისტოს კობა ფარტენაძე მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

„ასევე, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თავად კობა ფარტენაძე გახდა ძალადობისა და მუქარის საქმის ფიგურანტი, როგორც დაზარალებული. შსს-მ 9 აგვისტოს ბათუმში მასზე განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ფარტენაძეს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე კი მოგვიანებით დანით დაჭრით დაემუქრა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა