Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?

ნახვები: 500 გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?
გოჩა მირცხულავა - ანალიტიკოსი
 
აფხაზეთში საწვავის შეტანა არის საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს.
ქართულ ბიზნესს, მცირე გამონაკლისების გარდა, იშვიათად გამოუჩენია ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა. დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაზეც პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ბიზნესსა და მის მფლობელებზე მოდის.
იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში, ოკუპანტის მხარდაჭერით მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება იქ დარჩენილი ქართული მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ცდილობს; როდესაც ქართული ენის სწავლება აკრძალულია; როდესაც ადამიანებს საკუთარი ახლობლების საფლავების მონახულების უფლებაც კი ხშირად არ ეძლევათ; როდესაც ყველაფერი ქართული მიზანმიმართულად იდევნება - ამ დროს საქართველოდან იქ მიდის სამედიცინო დახმარება, ასფალტი, სხვადასხვა სახის აუცილებელი პროდუქტი და ახლა უკვე საწვავიც.
ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?
და მთავარი კითხვა ეს არის: სად არის გარანტია, რომ ეს საწვავი არ მოხვდება ოკუპანტის სამხედრო სტრუქტურების განკარგულებაში? თუ ასეთი გარანტია არ არსებობს, გამოდის, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსი პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ოკუპანტის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდეს. მსგავსი პარადოქსი ძნელად მოიძებნება.
კარგი, დავუშვათ, არსებობს ასპროცენტიანი გარანტია, რომ საწვავი სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ ჰუმანიტარულ საჭიროებებს ხმარდება. მაშინ ჩნდება სხვა კითხვა: რა მიიღო საქართველომ სანაცვლოდ? თუ აფხაზურ მხარეს ეს რესურსი ასე სჭირდებოდა, რატომ არ იქცა ეს მოლაპარაკების საგნად, მაგალითად, გალში მცხოვრები ქართველების უფლებების, ქართული ენის ან სხვა ჰუმანიტარული საკითხების სასარგებლოდ? ვერაფერს ვხედავთ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავარი ინტერესი არის ფული და, პირდაპირ თუ ირიბად, ოკუპაციის პირობებში შექმნილი სისტემის მომსახურება. ნუთუ იმ ბიზნესს არ ესმის, რას აკეთებს? ჩემი აზრით, ძალიან კარგადაც ესმის.
ამიტომ, მორალური თვალსაზრისით, მსგავსი თანამშრომლობა მიუღებელია. თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს. საუბარი აქ არ არის მოდურ იარლიყებზე, როგორიცაა „აგენტობა“; საუბარია იმაზე, ემსახურება თუ არა კონკრეტული ქმედება ოკუპაციის პირობებში საქართველოს ინტერესებს თუ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა