Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მამუკა გამყრელიძე - ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს

ნახვები: 394 მამუკა გამყრელიძე - ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს
მამუკა გამყრელიძე - პოლიტიკოსი
 
პრემიერი გეორგიევსკის ტრაქტატზე:
"გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა და სანამ მეფე ერეკლე II ცოცხალი იყო, შეთანხმება სრულდებოდა და რუსეთს იგი არ დაურღვევია."
პრემიერს შევახსენებ:
1. 1787 წელს რუსებმა, შეთანხმების მიუხედავად, გაიყვანეს თბილისიდან თავისი ორი ბატალიონი ქვემეხებით და შეატოვეს ქართველები ოსმალეთს და სპარსეთს;
2. 1795 წელს ეკატერინე II-მ კრწანისის ომში დააიგნორა ერეკლე II-ს თხოვნა დახმარებაზე და დატოვა მარტო აღა მაჰმად ხანის წინაშე. ამის კატასტროფული შედეგი ყველამ ვიცით;
3. 1796 წელს ეკატერინე II-მ გააგზავნა სადამსჯელო კორპუსი გენერალ ზუბოვის მეთაურობით სპარსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მისი უეცარი გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა პავლე I-მა ეს კორპუსი უკან დააბრუნა და ქართველები კვლავ მარტოდ შეატოვა სპარსეთს.
ამას დავუმატოთ გენერალ ტოტლებენის ღალატი ჯერ კიდევ 1770 წელს ახალციხეში, და კვლავ ერეკლეს სიმარტოვე მტერთან.
ასე, რომ ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა