Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დრონებით იერიში ბაშკორტოსტანში - ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში

ნახვები: 351 დრონებით იერიში ბაშკორტოსტანში - ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში

 

რუსეთის ბაშკორტოსტანში 13 აგვისტოს დილით დრონებით იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში. ინფორმაციას უკრაინული მედია ASTRA-ს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ASTRA-ს ცნობით, დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია. 2024 წელს ქარხანამ დაახლოებით 7.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის მთლიანი გადამუშავების მოცულობის დაახლოებით 2.7%-ს შეადგენს.

ამავე ცნობით, უკრაინულმა დრონებმა აღნიშნულ ობიექტს 2025 წლის სექტემბერშიც ორჯერ დაარტყეს, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივლისის თავდასხმის შემდეგ ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

ASTRA-ს ინფორმაციით, დრონებით იერიშის სამიზნე გახდა ასევე ბაშკორტოსტანის ჩიშმის რაიონში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი. ობიექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო, მისი საერთო ფართობი კი დაახლოებით 186 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ცნობისთვის, 11 აგვისტოს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც განახორციელეს იერიში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა