Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ – უკრაინა რუსეთზე ღრმა დარტყმების გაძლიერებას აანონსებს

ნახვები: 360 რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ – უკრაინა რუსეთზე ღრმა დარტყმების გაძლიერებას აანონსებს

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ევგენი ხმარამ, ნოვოროსიისკში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა გააძლიერებს რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკურ ქსელსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს.

მისი თქმით, ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაცია უნიკალური იყო, რადგან მასში ერთდროულად გამოიყენეს რაკეტები, რეაქტიული და საზღვაო დრონები. როგორც ხმარა აღნიშნავს, ასეთი სინქრონული მოქმედების წინააღმდეგ რუსეთი უძლური აღმოჩნდა.

„რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ – გავანადგურებთ ინფრასტრუქტურას, ფლოტს, ლოგისტიკას, საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს და საწარმოებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მუშაობენ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევისა და სინერგიის შედეგი, რომელიც თავდაცვის ძალებში ყოველდღიურად იზრდება. მადლობა ჯარისკაცებს სიზუსტისთვის და უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკრაინას მტრის სიღრმეში დარტყმის მეტ შესაძლებლობას აძლევს“, – წერს ხმარა სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმების (Deep Strike) შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა გენერალურ შტაბთან, უსაფრთხოების სამსახურთან, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებსა და სამხედრო მრეწველობასთან ერთად გაგრძელდება.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის პორტზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ოთხი სამხედრო გემი – ფრეგატები „ადმირალ მაკაროვი“ და „ადმირალ ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ბუიანი“ და საპატრულო გემი „ვასილი ბიკოვი“. გენშტაბის ინფორმაციით, დაზიანდა ასევე S-300-ის 30N6E ტიპის რადარი, მობილური საცეცხლე ჯგუფი, გრუშოვის ნავთობბაზის „შესხარისის“ ტერმინალის გვირაბის პორტალი და ნოვოროსიისკის პორტის რამდენიმე ნავმისადგომის ინფრასტრუქტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა