Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შევუშლით

ნახვები: 340 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შევუშლით

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შეუშლის. შესაბამისი განცხადება ადგილობრივ მედიასთან გაკეთდა.

დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან მოქმედი კონტრაქტების ფარგლებში გრძელდება, გარე ფაქტორების გამო შექმნილი ვითარების ფონზე არსებული მოცულობა რეგიონის საჭიროებებს აღარ აკმაყოფილებს. ამის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან შემოტანის შესაძლებლობის გამოყენების შესახებ.

მათი ინფორმაციით, საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის მიწოდების ორგანიზება.

„საწვავის მიწოდება გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან კონტრაქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, თუმცა, გარე ფაქტორებით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის არასაკმარისია. ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობებზე. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის პოვნა“, – აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ომის შემდეგაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც საწვავის მიწოდება აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებითაც ხორციელდებოდა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. მისივე თქმით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია – მიწოდება კერძო ბიზნესმა, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით განახორციელა.

„თუ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ამას გავაკეთებთ, თუმცა მხოლოდ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანა დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა