Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ნახვები: 337 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

 

პროკურატურამ ნატა ვიბლიანი ოფიციალურად დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა.

„ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად“, – წერს კაკაბაძე.

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაიწყო.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 1990-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა მისი თანასოფლელი, სრულწლოვანი მამაკაცი. გარდა ამისა, ის გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა