Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა – დაიღუპა ბელარუსის 4 მოქალაქე, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი

ნახვები: 316 გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა – დაიღუპა ბელარუსის 4 მოქალაქე, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი

გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პედიატრიული ასაკის ბავშვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ის ხრამში გადავარდა. მათი ცნობით, გარდაცვლილთა შორის ბავშვები არ არიან.

„გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა. მანქანაში ორი ბავშვიც იყო, მადლობა ღმერთს, გადარჩნენ. მგზავრები ბელარუსი ტურისტები არიან“, – აცხადებენ ადგილობრივები.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, დილის 05:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებაში 11 პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვი, რომელთა ასაკი 4-დან 15 წლამდეა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„მართვით სუნთქვაზე არცერთი მათგანი არ არის. ინტენსიურში მყოფებს მცირე ზომის სისხლჩაქცევა უფიქსირდებათ, კონტაქტურები არიან. საოპერაციო არცერთი მათგანი არ არის. ბავშვების კლინიკიდან გაყვანა შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე მათგანის მშობელი თავადაც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

დაშავებულთა ნაწილი ასევე ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა