EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

ნახვები: 1316 კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

 

კოლუმბიაში 10 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სტიქიას 254 ადამიანი ემსხვერპლა.

კოლუმბიის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა შორის 101 ადამიანი ქალაქ პერეირაში, ხოლო 95 ქალაქ კალიში დაიღუპა.

დასავლეთ კოლუმბიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კოლუმბიის დასახმარებლად 2 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სტიქიის შემდეგ კოლუმბიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა