Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა

ნახვები: 372 უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა

 

რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, იერიშის სამიზნე იყო ნოვოროსიისკი, ანაპა, გელენჯიკი და ტემრიუკის ოლქი.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

რუსული Telegram-არხების ცნობით, ნოვოროსიისკის პორტში, ნავთობტერმინალსა და სამხედრო ნავსადგურში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინამ გასულ ღამეს ტერმინალს დრონებით შეუტია.

„ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა და გამოწვეული ზარალის შეფასება მიმდინარეობს“, – განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ტერმინალის მფლობელმა კომპანია Demetra Holding-მა დაადასტურა, რომ ობიექტი თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ამ დროისთვის უცნობია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა