Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“

ნახვები: 432 კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“ არ არსებობენ და ამიტომ, მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები.

„არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს - ასეთი ერთეულები არ არსებობს და, გამომდინარე აქედან, საერთოდ არ გვაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მან მხოლოდ ის გაიმეორა, რაც, მისი თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაშია ასახული.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ რეზოლუციაში წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ გადაიზარდა.

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერა. რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ გადაიზარდა. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაც მე გავიმეორე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ასევე წერია, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს მოჰყვა.

„რეზოლუციაში პირდაპირ არის საუბარი რუსეთის პასუხზე და ამას თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი. თუ ვინმემ ვინმეს არგუმენტი მისცა, ეს იყო ის, როცა თქვენმა პარტიამ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა, სადაც აღიარეს, რომ კონფლიქტი ომში მათ გადაზარდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომს წინ უძღოდა არაერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომლებმაც, მისი შეფასებით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების საბაბი მისცა.

მისი თქმით, ასეთ ნაბიჯებს შორის იყო:

  • ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება;
  • კოდორის ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის“ სტატუსის მინიჭება;
  • ალტერნატიული დე ფაქტო ხელისუფლების შექმნა შესაბამისი კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

„ეს იყო წყება ნაბიჯების, რაც შემდეგ იმით დააგვირგვინეს, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა