Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

ნახვები: 434 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 10-11 აგვისტოს ღამეს თავდაცვის ძალებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, იერიშის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მიყენებული ზარალის მასშტაბები ამ ეტაპზე ზუსტდება.

„ორსკნეფტეორგსინტეზი“ ორენბურგის ოლქში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და რუსეთის საწვავ-ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. საწარმოს წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნავთობია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს, მაზუთს, ბიტუმსა და სხვა ნავთობპროდუქტებს.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ კომსომოლსკ-ნა-ამურესა და ორსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები განხორციელდა. კერძოდ, ხაბაროვსკის მხარეში ხანძარი „როსნეფტის“ ქარხანაში გაჩნდა, ხოლო ორსკზე თავდასხმა ქალაქის მერმა, არტემ ვორობიოვმა, დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ორსკის აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა