Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა

ნახვები: 409 ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონის“ ტიპის რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა.

ზელენსკის თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო სამსახურები გუშინ ღამიდან მუშაობენ.

„ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც გათვლილი იყო მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, კიევში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს შენობა და რამდენიმე ბიზნესობიექტი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს დრონებით მასშტაბურ შეტევებსაც.

„დრონების ტერორი პრაქტიკულად ყოველდღე გრძელდება. ხერსონსა და ხარკოვში ღამით ქვესადგურები დაბომბეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ყველა სამსახური მუშაობს ოჯახებისთვის ელექტროენერგიის აღსადგენად. დონეცკის, დნეპრისა და ნიკოლაევის ოლქებსაც დაარტყეს. რაკეტების გარდა, უკრაინის წინააღმდეგ 120-ზე მეტი დრონი გამოიყენეს, რომელთა უმეტესობა რეაქტიული ძრავებით მომუშავე „შაჰედები“ იყო“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე შეფასებით, რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვი მშვიდობისთვის კი არა, ესკალაციისთვის ემზადება.

„რუსეთის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი – ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება – ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება.

მსოფლიომ კი ახლავე უნდა უპასუხოს და არა დაელოდოს. მეტი სანქციები კონკრეტულად იმ საწარმოებზე, რომლებიც რუსეთის ომს უწყობენ ხელს, მეტი საჰაერო თავდაცვის დახმარება უკრაინისთვის – ეს ყველაფერი საჭიროა მშვიდობისთვის შანსის მისაცემად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა