Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლაშა ფარულავა: გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური დევნაა

ნახვები: 397 ლაშა ფარულავა: გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური დევნაა

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მისი თანაპარტიელის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

ფარულავას თქმით, ბარამიძემ უკვე განმარტა თავისი განცხადების კონტექსტი და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

„გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით იყო ვნებათაღელვა. თავად გიორგი ბარამიძემ დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ის არ შეიცავს სისხლის სამართლის გამოძიების საფუძვლებს. ბოდიშიც მოიხადა ადამიანმა, რომ მათ შორის ეს კონტექსტი უხერხული იყო ყველასთვის. რაც ჩვენ პროკურატურის მხრიდან მოვისმინეთ, წმინდა პოლიტიკური დევნაა. როდესაც ადამიანს რუსეთში დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს 6.6 წელი და აქ იგივე ბრალს უყენებენ, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ფარულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟისფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აფხაზეთის ომზე საუბრისას თქვა:

„ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ.“

მოგვიანებით გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ საუბრობდა ომის კონკრეტულ ეტაპზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა მოგვიანებით შეიცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქართველი 200 ტყვე სეპარატისტულ მხარესთან ვერ გაიცვლებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა