Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროკავშირმა კოლუმბიაში მიწისძვრის შემდეგ „კოპერნიკუსის“ სატელიტური პროგრამა აამოქმედა

ნახვები: 333 ევროკავშირმა კოლუმბიაში მიწისძვრის შემდეგ „კოპერნიკუსის“ სატელიტური პროგრამა აამოქმედა

 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, განაცხადა, რომ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ევროკავშირმა სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად სატელიტური პროგრამა „კოპერნიკუსი“ აამოქმედა.

კალასის თქმით, მან კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ომარ ბულა ესკობარს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოუცხადა.

„უზრუნველვყოფთ დაფინანსებას რეაგირების მხარდასაჭერად, მათ შორის წითელი ჯვრის მეშვეობით. ჩვენ ასევე გავააქტიურეთ ევროკავშირის კრიზისული საკონსულო დახმარების მექანიზმი, რათა დავეხმაროთ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში აღმოჩნდნენ“, – წერს კალასი სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, კოლუმბიაში გუშინ მომხდარ 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 132 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 570 დაშავდა.

სტიქიის შემდეგ კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაგამოაცხადა და დაზარალებულ რეგიონებში სამხედროები განალაგა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სან ხოსე დელ პალმარის რაიონში მდებარეობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა