Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შსს: აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ კობა ფარტენაძეზე ძალადობისა და მუქარის საქმეზე ორი პირი დავაკავეთ

ნახვები: 334 შსს: აჭარის ტელევიზიის თანამშრომელ კობა ფარტენაძეზე ძალადობისა და მუქარის საქმეზე ორი პირი დავაკავეთ

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 9 აგვისტოს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების დროს კობა ფარტენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მოგვიანებით მეორე დაკავებული მას დანით დაჭრით დაემუქრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა