Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია „ქართული ოცნება“ — უკრაინელი ხალხის გვერდით ვიპოვე ჩემი მისია

ნახვები: 372 ნიკოლოზ რაჭველი - გულის ამრევია „ქართული ოცნება“ — უკრაინელი ხალხის გვერდით ვიპოვე ჩემი მისია

 

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიასგანცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სადაც მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს და, მიუხედავად რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა, საკუთარ საქმიანობას აგრძელებს.

რაჭველი წერს, რომ ლვოვიდან კიევში დაბრუნებისთანავე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტების გამო თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.

„ამ საღამოს ლვოვიდან ჩამოვედი კიევში, რადგან ხვალ რეპეტიცია მაქვს ორკესტრთან. ვამზადებთ ერთდროულად ორ საფესტივალო პროგრამას. შემოვდგი თუ არა ბინაში ფეხი, განგაში გამოცხადდა და ბალისტიკური რაკეტები გარშემო ჩამოვარდნენ... გავიქეცი თავშესაფარში... მერე შინ დავბრუნდი, რადგან სანოტო მასალა ხვალამდე უნდა მოვაწესრიგო...“

ამ კონტექსტში მუსიკოსი ირაკლი კირცხალიას მიმართავს:

„ჰოდა, ახლა მითხარით, ეს ვიღაც კვირცხალია (მგონი, სწორად მახსოვს მისი გვარი), მზადაა ამ რეალობას გაუძლოს იმისთვის, რომ ხვალ სიკეთე გააკეთოს?“

რაჭველი ასევე წერს:

„გულის ამრევია „ქართული ოცნება“, ბოლომდე! მე კი გპირდებით, რომ უკრაინელი ხალხის კვალდაკვალ ქართულ ხელოვნებას კიდევ უფრო მეტად შევაყვარებ ჩვენი დროის ჭეშმარიტ გმირებს! მე ვიპოვე ჩემი მისია!“

მისივე განცხადებით, პუტინის რეჟიმის მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია და მიაჩნია, რომ სამართლის აღდგენა უმაღლესი ღირებულებაა.

ნიკოლოზ რაჭველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კირცხალიამ თქვა, რომ „გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება“ და მაგალითად დაასახელა იმ კულტურის წარმომადგენელთა სია, რომლებიც, მისი თქმით, 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ, მათ შორის „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა