Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა

ნახვები: 403 პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა

 

საქართველოს პროკურატურამ ვერაზე 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა (ნიკოლოზ) კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

გამოძიების ვერსიით, 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩაზე, ნიკოლოზ კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. როდესაც ისინი ავტომობილით ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულმა მათ მიმართულებით „GLOCK 34 GEN 4“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, მიღებული ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ხოლო ორს ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს. პროკურატურის ინფორმაციით, გასროლის შედეგად თავის არეში ჭრილობა შემთხვევით გამვლელმა ქალმაც მიიღო.

უწყების ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, სამართალდამცველები ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ. პროკურატურის მტკიცებით, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, ნიკოლოზ კაპანაძე არ დაემორჩილა სამართალდამცველებს, დაემუქრა მათ და კარის გაღებისთანავე „GLOCK 34 GEN 4“-ისა და „ARMALITE SPR MOD 1“-ის მოდელის იარაღებიდან მათი მიმართულებით სროლა სცადა. პოლიციელებმა მისი განიარაღება შეძლეს და თავდასხმის განხორციელება აღკვეთეს.

ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა