EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა

ნახვები: 558 უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 ივლისს, დილით, უკრაინული FP-5 „ფლამინგოს“ ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ქალაქ კიროვში მდებარე სამხედრო ქარხანა AVITEK-ს შეუტიეს. საწარმო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 200 კილომეტრში მდებარეობს

24 ივლისს, დილით, რუსეთის ქალაქ კიროვში აფეთქებების ხმა გაისმა და ხანძარი გაჩნდა.

Telegram-არხ ASTRA-ს მიერ თვითმხილველების კადრების გაანალიზების შედეგად გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე სააქციო საზოგადოება „ვიატკის მანქანათმშენებელი საწარმო AVITEK“ იყო, რომლის ტერიტორიაზეც ხანძარი გაჩნდა.

რუსული ოფიციალური და ღია წყაროების თანახმად, საწარმო სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საავიაციო კომპონენტებს, პილოტების გადასარჩენ კატაპულტირების სავარძლებს, თვითმფრინავების ამწე სისტემებსა და სხვა საავიაციო მოწყობილობებს.

რუსეთის მანქანათმშენებელთა კავშირის ინფორმაციით, საწარმოს სრული საწარმოო ციკლი აქვს — ჩამოსხმისა და ჭედვა-წნეხვის სამუშაოებიდან საბოლოო აწყობასა და პროდუქციის გამოცდამდე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პროექტის, War & Sanctions-ის თანახმად, ქარხანა სპეციალიზებულია საზენიტო მართვადი რაკეტების, სამიზნე რაკეტების, კატაპულტირების სავარძლებისა და საავიაციო ამწე სისტემების წარმოებაზე. საწარმო ასევე მონაწილეობს „ტორის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებაში.

AVITEK-ის ქარხანა აშშ-ის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება.

უკრაინული თავდაცვითი კომპანია Fire Point-ის თანადამფუძნებელმა, დენის შტილერმანმა, სოციალურ ქსელ X-ში მიანიშნა, რომ კიროვზე თავდასხმისას შესაძლოა FP-5 „ფლამინგოს“ რაკეტები გამოეყენებინათ. თავდასხმის საშუალების შესახებ ოფიციალური დადასტურება ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა