EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასიურ სამხედრო დარტყმას განვიხილავთ

ნახვები: 321 ტრამპი: ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასიურ სამხედრო დარტყმას განვიხილავთ

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამხედრო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ მან გამოცემა Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელი ოპერაციას „ორ წუთში შემოუერთდება“, თუ ამას აშშ სთხოვს, თუმცა დასძინა, რომ ახალი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ვაშინგტონს „არავინ სჭირდება“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის შესაძლო მონაწილეობას „შედეგები“ მოჰყვება, რაც, Axios-ის შეფასებით, სავარაუდოდ, ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებს გულისხმობს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ დაუსახელებია. გამოცემასთან საუბარში ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სამხედროებს ახალი ბრძანებები ამ დრომდე არ მიუღიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა