EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებულ ყირიმში დრონებით მასშტაბური თავდასხმები განხორციელდა — აფეთქებები რამდენიმე ქალაქში, დარტყმა Wildberries-ის ჰაბზეც

ნახვები: 353 ოკუპირებულ ყირიმში დრონებით მასშტაბური თავდასხმები განხორციელდა — აფეთქებები რამდენიმე ქალაქში, დარტყმა Wildberries-ის ჰაბზეც

 

ოკუპირებულ ყირიმში სხვადასხვა ქალაქზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც აფეთქებების ხმები რამდენიმე ლოკაციაზე ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმფეროპოლის გარდა, აფეთქებები დაფიქსირდა სუდაკში, ევპატორიაში, სევასტოპოლსა და ყირიმის სხვა ქალაქებშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის დახარისხების ცენტრი იყო.

მოგვიანებით ინფორმაცია თავად კომპანიამაც დაადასტურა. Wildberries-ის პრესსამსახურის განცხადებით, უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, დახარისხების ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა