Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში საქართველოც მოხვდა — შეიზღუდება კრიპტოპლატფორმები, სანქციები შეეხო ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

ნახვები: 458 ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში საქართველოც მოხვდა — შეიზღუდება კრიპტოპლატფორმები, სანქციები შეეხო ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

 

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოსაც შეეხო. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციები დაუწესდა საქართველოში მოქმედ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პლატფორმებს, ხოლო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ტრანზაქციური შეზღუდვები ამოქმედდება.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ახალი პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვნად ფართოვდება შეზღუდვები რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის წინააღმდეგ. სანქციები მოიცავს 94 ბანკსა და მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე რუსეთის საბანკო სექტორთან დაკავშირებულ ერთ მნიშვნელოვან ფიზიკურ პირს.

გარდა ამისა, ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას ავრცელებს კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტზე, ასევე ყირგიზეთის ერთ ბანკზე, რომელიც რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემასთან (SPFS) არის დაკავშირებული, და კიდევ სამ არარუსულ ბანკზე, სანქციების გვერდის ავლის გამო.

საბჭოს განცხადებით, სანქციების სიას დაემატა საერთაშორისო A7 ქსელთან დაკავშირებული ოთხი სუბიექტიც, მათ შორის აფრიკაში მოქმედი ახალი პარტნიორები.

ამასთან, ევროკავშირი ტრანზაქციების აკრძალვას აწესებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არიან რეგისტრირებული.

სანქციების 21-ე პაკეტი ნავთობის სექტორსაც მოიცავს. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა 18 იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს, მათ შორის რუსეთში მოქმედ სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ერთ მსხვილ ბელარუსულ ქარხანასა და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების რეალიზაციისთვის შეიქმნა.

ამავე გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა შექმნა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე იმ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ ტრანზაქციების აკრძალვის დაწესების შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ.

ამ ჩარჩოს ფარგლებში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ტრანზაქციური აკრძალვა ექვს თვეში შევა ძალაში. ევროკავშირის შეფასებით, ქარხანა რუსული ნავთობით ვაჭრობს და მას ყულევში ამუშავებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციების სიაში კიდევ ხუთი ნავთობით მოვაჭრე კომპანია შეიყვანა, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას უწყობდნენ ხელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა