Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ნახვები: 358 კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

 

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებული ნიკა კაპანაძე სამედიცინო დაწესებულებაში მარცხენა ხელის პირველი თითის ამპუტაციით შეიყვანეს.

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები მარჯვენა ხელზე. მას ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი. მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდა. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. გონზეა, კონტაქტურია. არ ვიცით, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება,“ – აცხადებენ კლინიკაში.

მედიკოსების ინფორმაციით, ნიკა კაპანაძე პალატაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ, 24-საათიანი მონიტორინგის რეჟიმში იმყოფება. მათი ვარაუდით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს, კლინიკიდან გაწერა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, დაიჭრა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი მიღებული ჭრილობების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევამდე შელაპარაკება ბრალდებულის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა, რის შემდეგაც, არსებული ვერსიით, ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დაკავებისას მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა