ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა

ნახვები: 710 თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა

გუშინ გრუზინსკი ნაროდმა განსაკუთრებით პროდუქტიულად იშრომა - 4 კაცი თბილისში, 1 ბათუმში, კომიკოსზე თავდასხმა და ვახო სანაიას დაჭერა.

ეს მხოლოდ ერთი დღის ჩამონათვალია, მაგრამ ასეთი შესანიშნავი და გამორჩეული დღეები ბევრი გვქონდა აქამდე და, ალბათ, კიდევ ბევრი გველის წინ.

სულ ვამბობდი ერთსა და იმავეს, დღესაც გავიმეორებ - ეს ერი სერიოზულად ფსიქიკურად ავადაა. ქოციანობა, როდესაც ფსიქიატრიულ კლინიკად ქცეულ ქვეყანას კიდევ ზემოდან 2 არაადეკვატი აზის, ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

მაგრამ ეს სულ რომ არ იყოს, ქართველი ხალხის მძიმე ფსიქიკური აშლილობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩანს.

ჩვენ მწვავედ ვრეაგირებთ ამ სიგიჟის ექსტრემალურ გამოვლინებებზე - მკვლელობებზე, დაჭრებზე, დაუმთავრებელ ჩხუბებსა და გარჩევებზე...

მაგრამ, ამავე დროს, მივეჩვიეთ მენტალური აშლილობის ყოველდღიურ, წვრილ-წვრილ გამოვლინებებს - ყოფით აგრესიას, მეზობლებს შორის არანორმალურ ურთიერთობებს, მუდმივ ყაყანსა და გინებას...

იმას, რომ ჩვეულებრივად დადიხარ ქუჩაში და ირგვლივ სულ გესმის - "ტყ.... ტყ... ტყ..."...

ბოლოს და ბოლოს, აღარ ვრეაგირებთ ქართველი ხალხის პათოლოგიური აშლილობის ყველაზე ხშირ და აშკარა გამოვლინებაზე - მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ერს მოუვა თავში ისეთი სიტყვების წარმოთქმა, როგორიცაა: „ჩემი დედას შევეცი“...

იმდენად მივეჩვიეთ ამას, რომ ვეღარ ვიაზრებთ, ეს რამხელა პათოლოგიაა - საკუთარი დედის გინება.

ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს, როდესაც რაღაც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფები უცხოეთში, იქ, სადაც ეს სიგიჟეები ან საერთოდ არ არის, ან არის ცოტა, ნორმის ფარგლებში - თავისი გიჟი და მარგინალი ყველა ერში არის.

ამ წუთას თურქეთში ვარ. უკვე 1,5 თვეა. და აი, აქედან დანახული ქართული ფსიხუშკა განსაკუთრებით ამაზრზენი ჩანს.

აი, თითქოს - თურქები, აღმოსავლური ერი, იანიჩარები, იმპერიალისტ-ოსმანისტები... მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად განსხვავდება აქაური სიტუაცია საქართველოსგან.

თურქი მამაკაცები ძალიან მშვიდები, გაწონასწორებულები და მშრომელები არიან. აქ არ არსებობს უსაქმური, ძველი ბიჭი. თვენახევარია აქ ვარ, მაგრამ თურქების მხრიდან ხმამაღალი საუბარიც კი არ მინახავს - ერთი შემთხვევის გარდა.

თურქები წარმოუდგენლად პოზიტიური ტიპები არიან. უცნობი ადამიანი გესალმება ლიფტში, ყველა ერთმანეთს უღიმის.

ჩემი შვილები კარგად ცურავენ. ჩემს კორპუსს აქვს დიდი აუზი და, რამდენჯერაც ისინი გაცურავენ, არ არსებობს, ვინმე თურქი არ მოვიდეს და რამე არ მითხრას, ან უბრალოდ ხელი არ ამიწიოს სიტყვებით: „ოო, მაშალა“...

სხვა თუ არაფერი - წინა წელს აქ ერთი თვე ვიყავი, ამჟამად კი უკვე 1,5 თვეა აქ ვარ და არც ერთხელ არ მინახავს ეზოში უაზროდ მდგომი 13 წელზე უფროსი ბიჭები.

სპეციალურად მოვიარე აქაური უბნები საღამოს. ერთ ადგილას ვნახე, იჯდა 4 თურქი ბიჭი, რაღაცაზე თავისთვის წყნარად ლაპარაკობდნენ და სადღაც 10 საათისთვის დაიშალნენ.

მე არ ვიცი, რამ შეიძლება უშველოს საქართველოს, რომელსაც ანადგურებს მისი საოცარი და ყოვლისმომცველი ყოფითი აგრესია, უკიდურესად დამძიმებული ქურდული გაგებით.

გავიდა 35 წელი, მაგრამ ამას ვერაფერი ეშველა და, სიმართლე გითხრათ, ისე მგონია, რომ ეს სიგიჟე უკვე მენტალიტეტის ნაწილია... ერთგვარი ქარხნული დეფექტი, რომელსაც ვერაფერი უშველის.

ქოცებს რაც შეეხება - ის, რაც ჩვენთან ხდება, რა თქმა უნდა, ქოცების გამოგონილი და მოტანილი არაა. ასე იყო სულ, ყოველ შემთხვევაში, რაც მე თავი მახსოვს.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ სიველურეს ქოცობა არათუ არ ებრძვის, არამედ ახალისებს - ალბათ იმიტომ, რომ ფსიქიკურად აშლილი ხალხით მანიპულირება ბევრად ადვილია, ვიდრე დალაგებული ადამიანებით.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა