Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“

ნახვები: 435 ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“

 

მწერალ ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაბუის სახელით ძალადობა მიუღებელია.

„ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი,“ – წერს ნოდარ თოფურიძე.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი მეუღლის განცხადებით, თავდასხმა მწერალ ნოდარ დუმბადის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„სამმა ბიჭმა ქუჩაში გააჩერა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა,“ – განაცხადა ოქრიაშვილის მეუღლემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში ნოდარ დუმბაძეზე ისაუბრა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

მოგვიანებით იუმორისტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოჭრილი და მწერლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

„სულ რომ ბოლო ადგილზე იყო ტექსტის და მოსმენილის გააზრების რეიტინგში, აქ ხომ სავსებით ნათელია, რომ [ნოდარ დუმბაძის მიმართ] გინება კი არ არის. ჰიპოთეზურად ვლაპარაკობთ, ვინ შეიძლება ეზიზღებოდეს ამ ადამიანს და ყველაზე აბსურდული, რაც იმ მომენტში მახსენდება, არის ნოდარ დუმბაძე,“ – განაცხადა ონისე ოქრიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა