Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ნახვები: 331 Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა.

ორგანიზაციის განცხადებით, სანაიას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობების გაგრძელებაა.

„შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გამო. სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოს მმართველ პარტიას აკრიტიკებდა, მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიის უკანასკნელი მაგალითია“, – წერს Freedom House.

ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ვახო სანაიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა