Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი

ნახვები: 369 ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 22 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მიღებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ეჭვმიტანილი შემთხვევიდან მალევე დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, დაკავებისას მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით (ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე შელაპარაკება დაკავებულის დედასა და კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს შორის მოხდა. გავრცელებული ცნობით, ქალმა ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რადგან მათი ავტომობილი მისი საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, რის შემდეგაც, არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლი გახსნა.

ცნობილია, რომ ავტომობილში მყოფი ოთხი პირიდან სამი დაიჭრა, ხოლო მძღოლი არ დაშავებულა. მეოთხე დაჭრილი კი ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა. გამოძიება მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა