Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ნახვები: 290 გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დღევანდელი განმარტება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, ვახო სანაიას საქმეში მთავარი თურმე კონტექსტი, მიზანი და შინაარსია. მათი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების შეფასებისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სიტყვების ლიტერატურულ მნიშვნელობას, არამედ იმასაც, თუ რა კონტექსტში, რა მიზნით და რა შინაარსით არის ისინი ნათქვამი.

სასამართლომ კი ამ მსჯელებას დაეთანხმა და სწორედ ამ არგუმენტზე დაყრდნობით ადამიანს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მშვენიერია.

მაშინ მეც სწორედ კონტექსტზე ვისაუბრებ.

თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ; თუ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში 90 პოლიტიკური პატიმარია; თუ ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს აკავებენ; თუ კრიტიკული აზრის გამოხატვა სულ უფრო რთული ხდება; თუ ადამიანები სოციალური და ეკონომიკური ზეწოლის მსხვერპლნი ხდებიან; თუ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს; თუ ხელისუფლების არაერთი ნაბიჯი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებით ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ემთხვევა და ა.შ.

მაშინ მაქვს თუ არა მე, როგორც მოქალაქეს, რომლის გამოხატვის თავისუფლებაც ჯერაც გარანტირებულია (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ არსებობს) საქართველოს კონსტიტუციით, უფლება, სწორედ ამ კონტექსტის საფუძველზე ვთქვა: „ჩემი შეფასებით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმია, რომელსაც დიქტატურის ცალკეული ელემენტები ახასიათებს.“

თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მთავარი კონტექსტია, ხოლო სასამართლო ამ მიდგომას ეთანხმება და მას სამართლებრივ ძალას ანიჭებს, მაშინ მოქალაქესაც ხომ უნდა ჰქონდეს უფლება, კონტექსტის საფუძველზე გააკეთოს პოლიტიკური შეფასება?

თუ მე ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებ, ვაანალიზებ და ამ საფუძველზე პოლიტიკურ დასკვნას ვაკეთებ, ეს გამოხატვის თავისუფლებაა თუ დანაშაული?

და კიდევ ერთი კითხვა: თუ კონტექსტი მართლაც გადამწყვეტია, მაშინ იმ სასამართლო გადაწყვეტილების კონტექსტსაც ხომ უნდა შევხედოთ, რომელმაც საზოგადოების დიდ ნაწილში სრულიად ბუნებრივად გააჩინა აღქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული?

ეს აღქმა ჰაერიდან არ გაჩენილა. მასაც თავისი კონტექსტი აქვს.

თუ შსს-ის განმარტებით და სასამართლოს მსჯელობით კონტექსტი არის სამართლებრივი შეფასების საფუძველი, მაშინ ეს კონტექსტიც ხომ შეფასებას საჭიროებს?

თუ ეს უკვე აღარ შეიძლება, მაშინ გამოდის, რომ კონტექსტი მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აწყობს. დანარჩენ შემთხვევებში კი მოქალაქეს ეკრძალება არა მხოლოდ სიტყვის თქმა, არამედ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და მათ საფუძველზე პოლიტიკური დასკვნის გამოტანა.

და თუ ასეა, მაშინ პრობლემა აღარ არის მხოლოდ ვახო სანაიას საქმე.

პრობლემა ის არის, რომ ნელ-ნელა ცდილობენ, სისხლის სამართლის კი არა, აზროვნების საზღვრებიც ხელისუფლებამ განსაზღვროს.

ჰო და... რისი თქმაც მინდოდა: აქ „XXX“ არავინ არის. თუ კონტექსტია მთავარი, მაშინ ლოგიკურია კონტექსტზე ვისაუბროთ...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა