Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის

ნახვები: 346 ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის

კლინიკა „ვივამედის“ ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული, ყოფილი გენერალური პროკურორისა და პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ზოდელავა სამედიცინო დაწესებულებაში სამი დღის წინ თავბრუსხვევის გამო შეიყვანეს და ამჟამად ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენთან ნამდვილად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სხვა დიაგნოზის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს პირადი ინფორმაციაა და მისი გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი. ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფურად ჩადენილს, გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა