Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კობახიძე: ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა პოლიტიკური ტერორი იყო

ნახვები: 295 კობახიძე: ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა პოლიტიკური ტერორი იყო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის ხუთი მცდელობა იყო, რომელთაგან ოთხი, მისი შეფასებით, ძალადობრივი იყო. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს პროცესები „პოლიტიკური ტერორის“ გამოვლინებაა, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებს.

„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება – მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ამყოფოს საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, შეცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობა, გაამკაცრა ადმინისტრაციული სანქციები და მიიღო რეგულაციები, რომლებიც, მისი თქმით, სიძულვილის გავრცელებას ეხება.

კობახიძემ ასევე გაიხსენა ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადება „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების პერიოდში და აღნიშნა, რომ მისი შეფასება, თითქოს ეს „შავი დღე იყო ქართული დემოკრატიისთვის“, თავად წარმოადგენდა „პოლიტიკური ტერორის აქტს“.

„ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო. ის განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა