Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კობახიძე ოპოზიციაზე: „2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი“

ნახვები: 282 კობახიძე ოპოზიციაზე: „2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე არ არიან ორიენტირებული და მათი მიზანი მხოლოდ „გარე ძალების“ მოწონებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, 2012 წელს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ოპოზიციას „ჭადრაკის პარტია ჩაუტარა“ და აჩვენა, „ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმაისტერი“.

„მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია. თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმაისტერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური პარტია შეგნებულად იქცევა ისე, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგოს, რადგან მათი მთავარი ადრესატი, მისი თქმით, ქართველი ამომრჩეველი კი არა, „გარე ძალებია“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგაც ოპოზიცია მუდმივად სარგებლობდა უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, თუმცა, მისი თქმით, ეს პოლიტიკურ შედეგებზე არ ასახულა.

„2012 წელს მიიღეს ერთი ჭადრაკის პარტია და 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ ზევიდან 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა