EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ტრამპი: ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩემს დამარცხებას ცდილობდა

ნახვები: 314 ტრამპი: ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩემს დამარცხებას ცდილობდა

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, რათა მისთვის გამარჯვებაში ხელი შეეშალა. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელებისადმი მიმართვისას განაცხადა.

ტრამპის მტკიცებით, ჩინეთის ხელისუფლებას მისი დამარცხება სურდა, რადგან იცოდა, რომ იგი პეკინის გეგმებს ხედავდა.

„ჩინეთის მთავრობას სურდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შემდეგ არჩევნებში წაეგო. მათ ჩემი დამარცხება იმიტომ სურდათ, რომ იცოდნენ, მათ ზრახვებს ვხვდებოდი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, 2020 წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთმა 18 შტატში ათობით მილიონი ამომრჩევლის მონაცემი შეიძინა, მოიპარა ან კიბერშეტევების გზით მოიპოვა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიჩიგანში ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითური სქემა ფედერალურმა უწყებებმა დამალეს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო: გადაიხადე, ითამაშე და მოატყუე. საქმეზე მომუშავე FBI-ის აგენტები მიიჩნევდნენ, რომ დანაშაულები იყო ჩადენილი, თუმცა ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება განზრახ გააჭიანურა და საბოლოოდ ჩაახშო“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან FBI-ის დირექტორს სთხოვა, იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით უზრუნველყოს, რომ „ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა