Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ზელენსკიმ ევგენი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა

ნახვები: 278 ზელენსკიმ ევგენი ხმარას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ევგენი ხმარას, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, ხმარამ უნდა გააგრძელოს თავდაცვის სფეროს რეფორმა და უზრუნველყოს იმ მიზნების შესრულება, რომლებიც უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას უკავშირდება.

„დავავალე ევგენი ხმარას შეასრულოს [თავდაცვის] მინისტრის მოვალეობები, გააგრძელოს თავდაცვის სფეროს რეფორმირება და უზრუნველყოს უკრაინისთვის ყველა ის შედეგი, რომელზეც ვისაუბრეთ. მას შემდეგ, რაც ყველა შესაბამისი იურიდიული პროცედურა იქნება დაცული, მივმართავ დეპუტატებს თხოვნით, მხარი დაუჭირონ ევგენი ხმარას კანდიდატურას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხმარასთან შეხვედრისას განიხილეს ქვეყნის თავდაცვის სფეროს სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო ნაბიჯები.

ზელენსკის განცხადებით, ევგენი ხმარამ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში და სწორედ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული უკრაინის თავდაცვის სისტემა მიმდინარე ომის პირობებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა