ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

ნახვები: 678 ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო

ნიგერიის ნაკრებისა და „გალათასარაის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა Soccernet.ng-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელად, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა და ისიც გაიხსენა, რომ 4 წლის წინ ქართველ თავდამსხმელს „ოროს ბურთის“ მოპოვება უწინასწარმეტყველა.

„საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია! ის საოცარი მოთამაშე და შესანიშნავი ბიჭია. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც ერთნაირად კარგია. საოცარი ადამიანია და როდესაც ის „ნაპოლიში“ მოვიდა, მე ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. მან ნამდვილად იცის, ეს როგორ გააკეთოს.

პარიზში გადასვლის შემდეგაც კი ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. ყოველთვის ვულოცავ მიღწევებს და ისიც ამავეს აკეთებს. კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია, ამაზე ვერავინ იკამათებს. მას მომავალშიც საუკეთესოს ვუსურვებ“, – ამბობს ნიგერიელი თავდამსხმელი.

ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ორი სეზონი გაატარა – ეს შემტევი დუეტი „ნაპოლის“ 2022-23 წლებში სერია A-ს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა