პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს

ნახვები: 665 ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს

ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „სეროიზულამდე“ გაიზარდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ტერორიზმის ერთობლივი ანალიზის ცენტრმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულამდე“ გაზარდა. ბრიტანეთის მთავრობის თქმით, საფრთხის დონის გაზრდა ნიშნავს, რომ თავდასხმის ალბათობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაღალია.

გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც. მისი თქმით, მთავრობა გააძლიერებს პოლიციის ჩართულობას, გაზრდის ინვესტიციებს ებრაული უსაფრთხოების სამსახურებში და შემოიტანს უფრო ძლიერ რეგულაციებს ანტისემიტური ექსტრემიზმის ხელშემწყობი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახურვისთვის. მისივე თქმით, მთავრობა ასევე ხელს შეუშლის „სიძულვილის მქადაგებლების“ ქვეყანაში შესვლას და აუკრძალავს მათ უნივერსიტეტების კამპუსებში, დიდი ბრიტანეთის ქუჩებსა და თემებში შესვლას.

ცნობისთვის, 29 აპრილს ლონდონში, გოლდერს გრინში დანით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ორ ებრაელ მამაკაცს თავს დაესხნენ. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 45 წლის ესა სულეიმანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში სომალიდან 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ 29 აპრილს მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ ინციდენტად გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა