მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს

30.04.2026 ნახვები: 285

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების 2026 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2026 წლის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა და რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია.

2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის რეიტინგში 114-ე ადგილიდან 135-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ ჩარევა მედიის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება. „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, მათ ცენზურის ქვეშ აქცევს და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცეს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე, ანგარიშში წერია, რომ საქართველოში „მედიაგარემო მრავალფეროვანი შეხედულებებით ხასიათდება, თუმცა ამავდროულად, იგი უაღრესად პოლიტიკურად პოლარიზებულია“,

„მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს. მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად სარედაქციო კონტენტს აკონტროლებენ. როგორც ეს მოხდა ტელეარხი „რუსთავი 2“ - ის შემთხვევაში, რომელმაც სარედაქციო ხაზი ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ შეცვალა. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, სადაც ხელისუფლების მხრიდან ჩარევა მოხდა. გაფართოებული მარეგულირებელი ძალაუფლება ახლა ხელისუფლებას მედიის კონტენტის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს, რაც ცენზურის რისკს ზრდის. რეგიონული რადიოსადგურები დაფინანსების პრობლემების წინაშე დგანან, მაშინ როდესაც, ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა მცირდება, ხოლო ონლაინ საინფორმაციო საშუალებების კი იზრდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა