EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე

ნახვები: 383 დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე

კარგი საუბარი მქონდა პუტინთან, ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე, შეიძლება დათანხმდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“დღეს ვესაუბრე [პუტინს]... ველაპარაკე უკრაინაზე და ცოტა ირანზე ველაპარაკე. სამ სხვადასხვა რაღაცაზე ვესაუბრე, ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მგონია, რომ შედარებით სწრაფად მოვაგვარებთ.

მგონია, რომ მას სურს მოგვარება და ეს კარგია.

მითხრა, რომ [ირანის მიერ ურანის] გამდიდრებაში ჩართულობა სურს, თუ შეუძლია დაგვეხმაროს [შეთანხმების] მიღწევაში. ვუთხარი, რომ ჯობია უკრაინასთან ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.

გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს…

ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია”, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა