ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

24.04.2026 ნახვები: 388

მე რომ ციხეში ჩავჯდე  და ეს გავაკეთო სასჯელის შენაცვლების ფორმატში - ირაკლის, საბას, მათეს, ანდროს, ზვიადის, მზიას ან ნებისმიერის ნაცვლად - აბსოლუტურად დასაშვები უნდა იყოს, წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
 
"
მე რომ ციხეში ჩავჯდე - 2, 3, 6 თვით, ან 1 წლით და ეს გავაკეთო სასჯელის შენაცვლების ფორმატში - ირაკლის, საბას, მათეს, ანდროს, ზვიადის, მზიას ან ნებისმიერის ნაცვლად - აბსოლუტურად დასაშვები უნდა იყოს. თუნდაც, ყველაზე მკაცრ პირობებში მამყოფნ.
რაღაცნაირად, სამართლიანი იქნება - მესმის რომ სამართლებლივი ვერ არის, მაგრამ - სამართლიანი ნამდვილად იქნება.
რატომ? ეს ადამიანები, ჩემთვისაც იბრძოდნენ, ჩემთვისაც დაისაჯდნენ.
ჰო, სამართლიანი ნამდვილად იქნება...
ყოველ დღე, ვფიქრობ მათზე.
ცხოვრებაში მხოლოდ გური მირცხულავას ვიცნობ - გულიანი და კარგი ბიჭია. იმის მიუხედავად რომ მოგვარეები ვართ და სრულიად პატარას მოუწია ჩემთან მუშაობა - არ მახსოვს, ბატონო გოჩას გარდა, სხვაგვარად მოემართოს.
მეც ვერ ვხსნი ამას რატომ, მაგრამ მოჭარბებულად მერიდება ირაკლი მიმინოშვილის დედის და მათე დევიძის დის. არც მათ ვიცნობ - აქ მყვანან მეგობრებად.
ორჯერ ვარ გვამის გაკვეთას - ექსპერტიზას დასწრებული, ერთხელ იმ ადამიანის ცხედარი ამოვიცანი პროზექტურაში, რომელიც ორი საათის წინ გაცისკროვნებული ღიმილით მომესალმა. სხვა ათასი უბედურების შემსწრე და მომსწრე ვარ. 16 წლისას მეზობელი ჩაგვაკვდა ხელში მე და მის შვილს. ბოლოს და ბოლოს დედაჩემსაც მე დავუხუჭე თვალები და უმწეო არასოდეს ვყოფილვარ. როცა მიფიქრია - ეს უმწობაა, მაშინაც კი...
ამ ადამიანებზე - ვისაც ზოგი პოლიტპატიმრებს, ზოგი სინდისის პატიმრებს, მე კი ღირსეულ მოქალაქეებს და იდეალისტებს ვეძახი - ფიქრის დროს, უმწეო ვარ. რადგან, არაფერი შემიძლია მათთვის გავაკეთო, იმის გარდა რომ ყოველ დღე მადლიერება გამოვხატო. მაგრამ ეს მაინც არაფერია, ეს საქმე არააა, ეს უშედეგოა.
ახლობელს ვთხოვე და მათთვის გადასაცემად ჩემი წიგნი გადაგზავნე - არ ვიცი ვინმეს მიუვიდა თუ არა, მაგრამ ალბათ როცა ვწერდი სწორედ მათზე - ამ იდეალისტებზე გააზრება მაწერინებდა.
თავისუფლება, სიყვარული და სამართლიანობაა ჩემთვის ქრისტე და ამავდროულად ქრისტეა პირველი იდეალისტიც. ამ პროცესებმა, მათმა უსამართლოდ დასჯამ - ქრისტე დამანახა ამ ადამიანებში.
რატომ დავწერე ახლა ეს? არ ვიცი - უბრალოდ მადლობა მათ და ბოდიში მათ დედებს, მამებს, დებსა თუ ძმებს, თვალცრემლიან ბებიებსა და ბაბუებს, დადარდიანებულ ცოლებს და ყოველ წამს კარებისკენ იმედით მომზირალ შვილებს, მომავლის იმედით მზეს შემყურე შეყვარებულებს, მეგობრებს, ახლობლებს...
არც ის ვიცი, ამ ავტორიტარულ რეჟიმში, ციხიდან გარეთ გამოსვლის წინ რას ეუბნებიან პატმრებს. მაგრამ რადგან ეს ჩემთვის საბჭოთა ჰიბრიდული რეჟიმია - მორალის, ზნეობისა და სამშობლოს გარეშე, რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფოს რაობის გააზრება არ შეუძლია და ყველა თავისი თვისებით პუტინისტურია - ალბათ კონტროლიორი ამბობს - "ს ვეშჩამი"...
მე კიდევ მინდა, ყველა მათგანს მისწვდეს ქართველი ხალხის ყიჟინა - თავისუფლება!
ხალხის? ჰო, მეც გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ, თორემ - აბა, სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს? ხალხი, რომელსაც ციხეში ჰყავს გამოკეტილი მარგალიტები, თან საქართველოს სახელით, ხალხის სახელით გამოტანილი განაჩენით...
ნეტავი მქონდეს მართლა უფლება, ვინმეს შევენაცვლო...", - წერს გოჩა მირცხულავა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა