კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

ნახვები: 316 25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმას და ძლიერი ქარს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე გაიზრდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე აიწევს. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე გაიზრდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე გაიზრდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსს პროგნოზირებენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა