ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი - არ „გიტყდებათ“, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?

ნახვები: 642 მიხეილ სააკაშვილი - არ „გიტყდებათ“, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?

ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ „გიტყდებათ“, რომ საქართველო ბოლო 14 წლის განმავლობაში ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა ან გააუქმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

„ივანიშვილმა დახურა ჩემ მიერ შექმნილი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, სადაც დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის ცენტრი იქნებოდა. უარი თქვა ამერიკის მთავრობის ფულზე და არ შეუშვა GeorgiaTech. სამაგიეროდ შექმნა თავისი კატასტროფული ტექნიკუმი (მე იმას უნივერსიტეტს ვერ ვუწოდებ) ქუთაისში, სადაც უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენას ასწავლიან.

ივანიშვილმა გააჩერა ტრამპის და ჩემი ერთობლივი ტრამპთაუერის პროექტი ბათუმში, სადაც ის ქალაქის და საქართველოს მშვენება უნდა ყოფილიყო თავისი უბრწყინვალესი არქიტექტურით და სამაგიეროდ დგამს მორიგ უგემოვნო ცათამბჯენს იპოდრომზე და უნდა მისთვის ტრამპის სახელის ფრენჩიზის ყიდვა.

ივანიშვილმა შეწყვიტა ანაკლიაში ჩემ მიერ წამოწყებული ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელსაც 9 თვე აკლდა დასრულებამდე, სამაგიეროდ ახლა ცალყბად მაინც განაახლა იქვე პორტის მშენებლობა.

ნუ, ეს კაცი დღესაც რომ მე მეჯიბრება, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ ნუთუ არ გიტყდებათ, რომ საქართველო ბოლო 14 წლის მანძილზე ისევ ჩემი შექმნილი დღის წესრიგის გარშემო ტრიალებს და ვერანაირად წინ ვერ წაიწია?“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა