კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ - არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ

ნახვები: 373 მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ - არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ

არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ იმიტომ, რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად არარელევანტური საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ამ ბრძოლაში არ აპირებს ვინმეს ენა მოუჩლიქოს და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადაუსვას, თუმცა არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას აპირებს“.

„დღესდღეობით დიქტატორი საქართველოს ექცევა როგორც დაპყრობილ ქვეყანას, ართმევს მიწებს, ძარცვავს და ამცირებს, ამონებს ხალხს, იჭერს პატრიოტებს. ამ დამპყრობელთან სასტიკ და უკომპრომისო ბრძოლაში აღარ ვაპირებ ვინმეს ენა მოვუჩლიქო და თავზე დაუმსახურებლად ხელი გადავუსვა. არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ. არც იმას ვაპირებ, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო. ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ ამას“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა