კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კაია კალასი - უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება

ნახვები: 388 კაია კალასი - უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება

ევროკავშირმა გზა გაუხსნა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

კაია კალასის განცხადებით, „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს უკავშირდებოდა, დაძლეულია.

„რუსეთის ომის ეკონომიკა მზარდი ზეწოლის ქვეშ არის, ხოლო უკრაინა მნიშვნელოვან სტიმულს იღებს. ჩვენ უკრაინას ყველაფრით დავეხმარებით, რაც სჭირდება, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, ვიდრე პუტინი არ მიხვდება, რომ ეს ომი არაფრის მომტანია“, - წერს კალასი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარების სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა. გადაწყვეტილების მიღებას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ და მათი თანხმობის წინაპირობად „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების აღდგენას ასახელებდნენ. გუშინ უკრაინამ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, ხოლო შემდეგ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაადასტურეს, რომ ნავთობის მიღება განახლდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა