კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მამუკა მდინარაძე - ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი

ნახვები: 296 მამუკა მდინარაძე - ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი

ცვლილება თითქმის რვა თვის წინ იყო დაგეგმილი, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინასწარ იყო გათვლილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ის დროებით უხელმძღვანელებდა, თუმცა, როდის შეიცვლიდა თანამდებობას, ზუსტი დრო წინასწარ არ ყოფილა განსაზღვრული.

მისივე თქმით, კონკრეტული გარემოებების გამო, გუნდის თხოვნის გათვალისწინებით დათანხმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას.

“ეს ცვლილება თითქმის რვა თვის წინ იყო გადაწყვეტილი. არ დაგიმალავთ და დღეს უკვე შეიძლება ამის თქმა. იქ იყო მთელი რიგი გარემოებები, რის გამოც მე დროებით პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გუნდის თხოვნისა თუ მოწოდებით ან რეკომენდაციით დავიკავე ის თანამდებობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ… წინასწარვე გათვლილიც იყო ეს, შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რომ მაინც და მაინც შვიდ თვეში ან რვა თვეში დავტოვებდი ამ თანამდებობას. მაშინ ასეთი საჭიროება იყო და მაშინ არ გვქონდა 100%-ით გადაწყვეტილი, თუ როგორ განვითარდებოდა, ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა და საბოლოო ჯამში, დავუბრუნდით, "დავარევერსეთ" ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება დაანონსდა, ვნახე ერთი მხრივ, ძალით სკეპტიკოსები... როცა “ქართული ოცნების” მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ, პენსიაზე გაუშვესო. პრინციპში, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ხელმძღვანელი (ახალი თანამდებობა), თუმცა კოორდინატორის ფუნქცია სამართალდამცველ უწყებებს შორის ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი როლით კიდევ უფრო გავაძლიერო ის პოზიტიური დინამიკა სამართალდამცავი უწყებების, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში. ეს იქნება კორუფცია, ეს იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, ეს იქნება ანტინარკოტიკული კამპანია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ა.შ.”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, მამუკა მდინარაძემ უპასუხა კითხვას, რატომ დადგა დღეს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა:

„არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ.

შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ, მათ შორის [2024 წლის მოვლენები], რომელიც ამ დღეებში გააქტუალურდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს - რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა