კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ

ნახვები: 310 მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას: „საქართველოზე ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ბოლო ანგარიში პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პატიმრის, ისევე, როგორც ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების ყველა დანარჩენი მონაწილის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვს. ასე რომ, ჩემი კითხვაა, აპირებთ თუ არა რაიმე დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რათა მხარი დაუჭიროთ მათ გათავისუფლებას? და მეორე, ეცადეთ თუ არა შეხვედროდით რომელიმე მათგანს საქართველოში ვიზიტის დროს?”

ო’ფლაერტმა ისაუბრა მისი ვიზიტის შესახებ საქართველოში და თქვა, რომ გააგრძელებს საკითხების ფართო სპექტრში ჩართულობას, მათ შორის მათ გათავისუფლებაზე, ვინც ციხეში არ უნდა იყოს.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ნამდვილად ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ის იმ ქვეყანათა მცირე რიცხვშია, რომელსაც უკვე ორჯერ ვეწვიე მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა დავიკავე. ასამბლეის ზოგიერთმა წევრმა შეიძლება უკვე იცოდეს, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი [საქართველოდან]. გასულ კვირას ვიყავი იქ. გასულ კვირას საპოლიციო სისასტიკის საკითხს განვიხილავდი, რომელსაც 2024 წლის პროტესტების დროს ჰქონდა ადგილი, 2024 წლის დასასრულს - 2025 წლის დასაწყისში, სამოქალაქო საზოგადოებაზე გაზრდილი ზეწოლისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებს. გუშინ გავავრცელე განცხადება, რომელშიც ვისაუბრე ამ საკითხებზე. მომავალ კვირებში უფრო დეტალურ განცხადებას გავავრცელებ. კითხვა დასვით, შევხვდი თუ არა ხალხს - კი, რა თქმა უნდა. ბევრი შეხვედრები მქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ჟურნალისტებთან ჩემი ვიზიტის დროს, და ჩემი ვიზიტის მიღმაც ვხვდები მათ, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, კონკრეტულად კი აქ, სტრასბურგში. გავაგრძელებ საკითხების ფართო სპექტრში ჩართულობას, მათ შორის იმათ გათავისუფლებაზეც, ვინც არ უნდა იყოს ციხეში”, - განაცხადა ო’ფლაერტიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა