კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მედია - რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ნახვები: 287 მედია - რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე „გორკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამარის ოლქში თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც დაადასტურა.

„წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არიან. ნოვოკუიბიშევსკის სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა“, - განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა