კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს

ნახვები: 326 გოჩა მირცხულავა - ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს
 ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი აქვს, ამის შესახებ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ფეისბუქზე წერს. 
 
"მიშას კომპლექსი... ალბათ უფრო სწორია ვთქვა - მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს - მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი - განსაკუთრებით მისგან "ნაჩეკ" ლიდერებს.
სააკაშვილს უამრავი პოლიტიკური ცოდვა აქვს - უამრავი! ერთადერთი რასაც მას ვერავინ ჩაუთვლის ცოდვად, არის იდეალისტობა.
ლიდერი არაორდინალური უნდა იყოს, ის სხვაგვარად უნდა აზროვნებდეს და "მასა" ხშირად კი არა, მეტწილად ვერ ეწეოდეს მის ნააზრევს. ასეც იყო მიშას შემთხვევაში. მას ხალხი კი არა, თანაპარტიელები ვერ ეწეოდნენ ხოლმე - ხშირად. და აქ, და ამაში მდგომარეობდა მთავარი შეცდომა - რომელიც შემდეგ კონვერტირდა ცნობილ ფრაზად - ასფალტი ვჭამოთ? რა პარადოქსია, რომ ამ ფრაზის ავტორები და გამმეორებლები, ახლა მეტწილად ქაქს ჭამენ დ სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა სანელებლებით არის ეს ქაქი გაზავებული.
ფანტანი გამახსენდა ახლა - ათობით - მიშას ფანტანი და ისევ ფანტანი გამახსენდა - ვაკის პარკის....
მე წინააღმდეგი ვიყავი მისი დაბრუნების. მიზეზები უამრავი მქონდა. მთავარი - მას ტყუილებით კვებავდნენ და ხშირად იყო აცდენილი რეალობას.
მთავარი შეცდომა - ჩემი გაადასახედიდან ის იყო, რომ მან ხალხს თავი ვერ მოანატრა. მისით წერდნენ რეიტინგებს მაუწყებლები და სააკაშვილისგან ქმნიდნენ ბუას. ერთი, რომელიმე არჩევნებისთვის მიშას რომ ეთქვა - წადით თქვენი... ვნახოთ რას იზამთ ჩემს გარეშე - ესეც კი გააჩენდა "მონატრების" სენტიმენტებს. თუმცა ....
მან ყველაზე კარგად იცის დღეს, რომ "ოპომაუწყებლემა" მისი გამოყენებით, იმაზე მეტი სამსახური გაუწიეს ივანიშვილის რეჟიმს, ვიდრე მთლიანად ქართულმა ოცნებამ და მისმა სახელისუფლებო ვერტიკალმა.
მიშას შეცდომები.... ბევრი, ბევრი.... მიშას წარმატებები.... ბევრი, ბევრი...
და აქ არის მთავარი საზრისი თითქოს - ცდება ვინც აკეთებს - ქმნის....
დღეს რას აკეთებენ "ლიდერები"? არაფერს! რატომ? რომ არ შეცდნენ! და ეს არის სწორედ ის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია! ამათგან წარმატების ყულაბაში არაფერი რჩება.
სააკაშვილით კომპლექსით იკვებება ქართული პოლიტიკა, 14 წელია. მასთან ბრძოლაში უფრო მეტი რესურსი დახარჯა ოპოზიციამ, ვიდრე გამარჯვების მოსაპოვებელ ბრძოლაში. ამიტომაც არის ბევრი მათაგანი ივანიშვილის პირდაპირი თუ ირიბი მოკავშირე.
და მაინც - სააკაშვილი ცდება. ახლა და ამ წუთას, როდესაც ის ერთობის შეკოწიწებას ცდილობს. "ალიანსი" კარგია, მხოლოდ როგორც საფიხვნო - აზრის გასაზიარებელი ადგილი. მაგრამ "ალიანსი" არ არის პოლიტიკური პერსპექტივის მქონე თუნდაც იმიტომ, რომ ბუნებრივ და კანონოზიმიერ პრინციპებს არღვევს. ეს "პარიტეტი" ყალბია, ხელოვნურია. რატომ? დარღვეულია ძალის, შესაძლებლობების ბალანსი, რაც სუსტებს პარაზიტირების საშუალებას აძლევს და შედარებით ძლიერებს ძალას აცლის.
მაშინ რა? იყავი ძლიერი, გაბედე, იმოქმედე და გაერთიანების მსურველები თავისით მოვლენ. აღქმები, თუნდაც 2024 წლის მერე შეიცვალა. ენმ-მ უნდა დასძლიოს წარსული მართველობის კომპლექსი. პარტიამ უნდა დაიწყოს რეალური რებრენდინგი. "გენერლები" უნდა გახდნენ ჯარისაცები. ერთი თვეც კი საკმარისია ყველაფერის შესაცვლელად....
მაგრამ....
ეგრეა, ჯერაც მიშათი დაკომპლექსებულების საბჭოთა. საქართველოა ირგვლივ...
მიშამაც მიშას კომპლექსი უნდა დასძლიოს...", - წერს გოჩა მირცხულავა. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა